ვითარება მარნეულში

მარნეულში სურსათის და პირველადი მედიკამენტების დარიგება დაიწყო.

საჭირო პროდუქტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ოჯახს გადაეცემა. საველე ჰოსპიტალი კი უკვე მზად არის, საჭიროების შემთხვევაში პაციენტები მიიღოს. მედიკოსები „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ოჯახებს კარდაკარ ამოწმებენ. ქალაქში და სოფლებში საინფორმაციო კამპანიაც დაიწყო იმითვის, რომ მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ჰქონდეს.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფები მთელი კარანტინის პერიოდში სპეციალური ეკიპირებით იმუშავებენ მარნეულსა და ბოლნისში.

ლიკა ალელიშვილი მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას მარნეულიდან.