ვითარება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან

ზემო ლარსში რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთა მრავალკილომეტრიანი რიგი არ წყდება. ნაწილი საქართველოში ავტომობილით, ნაწილი კი ფეხით გადმოდის. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღეს საზღვარი რუსეთის მხრიდან შეიძლება ჩაიკეტოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში რუსეთის 6 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.

გიორგი მანჯავიძე მუშაობს ლარსზე, დეტალებით მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.