„მოამბე“ ისრაელში მცხოვრებ ქართველებს ესაუბრა. მათი განცხადებით, განგაშის ხმა მთელი ღამე ესმოდათ, რაც იმის ნიშანი იყო, რომ სპეციალურ ადგილას თავი უნდა შეეფარებინათ. ისრაელში ასეთი თავშესაფარი კორპუსების სადარბაზოების უმრავლესობას აქვს. მათი თქმით, მთელი ღამე სადარბაზოებში გაატარეს.
განგაშის სიგნალი დაახლოებით 09:00 საათზე დაიწყო. ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ჰყვება, რომ ძლიერი აფეთქების ხმები მისი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით იყო. აფეთქებდნენ ავტომობილებს, ავტობუსებს. ქართველების ინფორმაციით, ამ წუთებში ისრაელში სიმშვიდეა.