რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების 35-ე დღეა. ღამის განმავლობაში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა ქალაქ ღაზას ორ მთავარ საავადმყოფოსთან. ისრაელში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიებზე „ჰამასის“ წევრები იმალებიან. თეთრი სახლის ცნობით, ისრაელი დათანხმდა სამხედრო ოპერაციების ყოველდღიურად ოთხსაათიან პაუზას ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა კი თქვა, რომ მათი პოლიტიკა არ შეცვლილა და იქნება მხოლოდ „ტაქტიკური ლოკალიზებული პაუზები“, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, სამხრეთით გაემგზავრონ. მისივე თქმით, პაუზები შეზღუდული დროით იმოქმედებს და მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიებს შეეხება.
„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში 10 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 400-ზე მეტი ბავშვია.