ვითარება გზებზე
რთული მეტეოროლოგიური პირობების, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ქარბუქის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის, გუდაური–კობის მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარიმესტია-ლასდილის საავტომობილო გზის, ხაიში-უშგულის მონაკვეთზე. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაა დასაშვები: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დ ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-უტყისუბანი მონაკვეთზე.