ვითარება ღაზის სექტორში

12:28, 09.01.2026

ღაზის სექტორში განხორციელებული ცალკეული დარტყმების შედეგად, ისრაელის ძალებმა სულ მცირე, რვა პალესტინელი მოკლეს. ეს მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რაკეტის გაშვების ადგილი დაბომბეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ღაზის სექტორში მყოფ სამედიცინო მუშაკებზე დაყრდნობით ავრცელებს. ექიმების თქმით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი ღაზის სექტორის სამხრეთით, ხან იუნისის დასავლეთ რაიონში დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან მცირეწლოვნებიც. კიდევ ერთი დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ღაზის აღმოსავლეთით, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ისრაელის ძალები მოქმედებენ. მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა ისრაელის მხრიდან. ღაზის სექტორის წარმომადგენლების თქმით კი, ისრაელის ქმედებები სამშვიდობო შეთანხმების უხეში დარღვევაა.

მსგავსი