ვითარება ღაზის სექტორში

ხან იუნისში, ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხან იუნისის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას, სადაც 800 ადამიანი აფარებდა თავს, ორი სატანკო ჭურვი მოხვდა. ისრაელში თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ ისრაელელი სამხედროები მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედებენ.