ვითარება ღაზის სექტორში

გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ღაზა სამთვიანი ომის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდა. ამასთან, მისივე თქმით, ღაზის სექტორში ადამიანებს შიმშილი ემუქრებათ. მარტინ გრიფიტსის განცხადებით, არაბულ ანკლავში ნაწილობრივ მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო ფუნქციონირებს, ინფექციური დაავადებები ვრცელდება და არსებული ქაოსის პირობებში ყოველდღიურად 180 ქალი მშობიარობს. გაერო-ს წარმომადგენელმა ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ყველა მძევლის გათავისუფლება მოითხოვა.