არასწორად წარმართული სარეაბილიტაციო სამუშაოები და წვიმისგან დაზიანებული ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი. უხარისხო გადახურვის გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობა და მოზაიკა საფრთხის ქვეშაა – ასეთია ინგლისელი და იტალიელი ექსპერტების ერთწლიანი კვლევის შედეგი. დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ კედლის მხატვრობას მთავარ პრობლემას სინესტე და მისგან წარმოქმნილი სოკო და მარილები უქმნის.
საფრთხეშია გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მოზაიკაც, რომლის 89 % კედელს დაშორებულია და ჩამოშლის პირას არის. პრობლემების შესახებ უცხოელმა ექსპერტებმა „გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს“ დღეს პირადად პრეზენტაციის სახით აცნობეს. მათ აღმოსაფხვრელად კი, სპეციალისტების განცხადებით, უახლოეს პერიოდში შესაბამისი გეგმა შემუშავდება, რის შემდეგაც კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ 2-დან 5 წლამდე გაგრძელდება.
რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის გადასარჩენად? – ნახეთ გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟი.