ვითარება ერევანში

სომხეთის ოპოზიციურმა ძალებმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების მიზნით, პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევა ვერ შეძლეს. დეპუტატებს ქვორუმისთვის სამი ხმა დააკლდათ. სხდომის მოწვევის ინიციატორები პარტიები „აყვავებული სომხეთი“ და „ნათელი სომხეთი“ იყვნენ, თუმცა, მათი მანდატები სესიაზე საკითხების დასაყენებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები ოთხშაბათს დილიდან, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ გვიან ღამით ოპოზიციური პარტია „დაშნაკ-ცუთიუნის“ წარმომადგენელმა მოუწოდა, იმ პირობით, რომ აქციები დღეს კვლავ განახლდებოდა. აქცია დღეს 17 საათზე მატენადარანის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეა ჩანიშნული.