ვითარება ბელარუსში - ლუკაშენკოს პასუხი ევროკავშირს

ბალარუსში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, მოხვდება თუ არა ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირის მიერ შემუშავებულ სასანქციო სიაში, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირები ფიგურირებენ.

ბრიუსელს საპასუხო სანქციებით ემუქრება თავად ლუკაშენკო, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, საპოლიციო ძალებით მხარდაჭერა სთხოვა. ლუკაშენკოს მუქარის ფონზე კი მინსკში საპროტესტო აქციები არ წყდება. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მასობრივად აპატიმრებენ.