ვითარება ბელარუსში

„კოვიდ-19“-თან ერთად მსოფლიოს ბელარუსის სახით კიდევ ერთი საფიქრალი გაუჩნდა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს მისამართით საერთაშორისო გზავნილები მწვავდება. ვაშინგტონში მინსკის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას არ გამორიცხავენ. ანალოგიურ ზომას შესაძლოა მიმართოს ევროკავშირმაც, რომელიც აშშ-ის მსგავსად მინსკში მიმდინარე მოვლენებს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გმობს. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში არ წყდება. ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე აქციების მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა ნაწილიც.