ვითარება ბელარუსში

პროტესტის მეთხუთმეტე დღე მინსკში.ათასობით გაფიცული  მოქალაქე,  დაკავებული ოპოზიციონერები და იარაღით ხელში მოსიარულე პრეზიდენტი – ასეთია ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეთხუთმეტე დღეს შემქნილი სიტუაცია.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ლუკაშენკო დროს უკან ვეღარ დააბრუნებს და მას ძალაუფლების დათმობა ადრე თუ გვიან მოუწევს. თავის მხრივ, ბელარუსის ლიდერი უკან დახევას არ გეგმავს და აქციების ორგანიზებაში კვლავ გარე ძალებს ადანაშაულებს. ლუკაშენკო დღე კიდევ ერთხელ ესაუბრა ვლადიმირ პუტინს. დღესვე, მინსკმა პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა მეზობელი ლიეტუვა, რასაც ვილნიუსიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვა.

ნახეთ ლევან ახალაიას სიუჟეტი.