ვითარება ახლო აღმოსავლეთში – გავლენა გლობალურ ბაზრებზე
ამერიკასა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გრძელდება, თუმცა სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მთლიანად შეიცვალა შედეგად გლობალური ბაზრები სერიოზულ ზარალს განიცდის. მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ბოლო 24 საათში საზღვაო არხი 14-მა სავაჭრო გემმა გაიარა, მაშინ როდესაც ომის დაწყებამდე სრუტეს ყოველთვიურად სამი ათასი ხომალდი კვეთდა. ირანს და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები არაპირდაპირ, შუამავლების მეშვეობით გრძელდება. მთავარი მომლაპარაკებელი პაკისტანი ტრამპის მიერ გადახედილ სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ვერსიაზე ირანის პასუხს ელოდება. დონალდ ტრამპი ირანს ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს და ამტკიცებს, რომ საზღვაო ბლოკადით ირანის ეკონომიკას დაანგრევს. თეირანი საპასუხო მოქმედებით იმუქრება. პენტაგონის მონაცემებით, აშშ-მა ომში უკვე 25 მილიარდი დოლარი დახარჯა.