ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის სამხედროების განცხადებით, მათი ერთ-ერთი ტანკიდან გასროლის სამიზნე შემთხვევით ღაზის საზღვართან, კერემ შალომში ეგვიპტის პოსტი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადებაც გაავრცელეს, სადაც მწუხარებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ზოგიერთმა მესაზღვრემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.