ისრაელის თავდაცვის ძალები რაფაჰში შეტევის დაწყებამდე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე იმუშავებენ, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა. ჰერცი ჰალევის თქმით, აფასებს სხვა ქვეყნების რჩევებს ამ გამოწვევის მიმართ, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალებმა აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ, შეუტიონ მტერს ასეთ რთულ გარემოშიც. „ომის წინა პერიოდში ჩვენ შევძელით მოსახლეობის ევაკუაცია. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა. ეს გავაკეთეთ ღაზაში, ხან იუნისში, ღაზის ცენტრალურ ნაწილში. რაფაჰში მცხოვრებლებსაც ექნებათ ევაკუაციის შესაძლებლობა, აღნიშნა თავდაცვის ძალების მეთაურმა, რომელმაც ევაკუაციის დრო არ დააკონკრეტა.