ვითარება ახლო აღმოსავლეთში

12:16, 13.02.2024

ისრაელის მიერ განხორციელებულ ბოლო თავდასხმას ქალაქ რაფაჰზე 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას პალესტინის „წითელი ჯვრის“ ორგანიზაცია ავრცელებს. ვარაუდობენ, რომ მრავალი ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი განაცხადეს, რომ რაფაჰში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს. განცხადება გააკეთა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია რაფაჰში არის გარდამტეხი მომენტი ტერორისტული დაჯგუფების, „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს სპეცოპერაციები გაგრძელდება. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციას, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა განაგრძოს შეტევა რაფაჰში სანდო გეგმის გარეშე, რადგან მან უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.

მსგავსი