ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ვითარება ისევ რთულია ღაზაში. გასული ღამის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო ოპერაციას 92 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს. არსებული ცნობებით, თავდასხმის სამიზნე გახდა ქალაქ რაფაჰის საბავშვო ბაღის შენობა, სადაც დევნილები აფარებდნენ თავს. მსხვერპლთა შორის ორი ბავშვია. ისრაელის არმია ახალა პოზიციების გამყარებას ქალაქ ხან იუნისში და არაბული ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში ცდილობს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაიბომბა „ჰამასის“ რამდენიმე სამიზნე, მათ შორის ინფრასტრუქტურა და რაკეტის გამშვები ადგილები. ისრაელის არმია ოპერაციას აგრძელებს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც, სადაც გასულ ღამეს 14 ადამიანი დააკავეს.