ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ვითარება ახლო აღმოსავლეთში ისევ რთულია. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ გაათავისუფლებს „ათასობით ტერორისტს“ და განაგრძობს ზეწოლას მანამ, სანამ ომის მიზნები არ შესრულდება. მისივე თქმით, ომის მთავარ მიზნად კვლავ რჩება „ჰამასის“ განადგურება, მძევლების დაბრუნება და იმაში დარწმუნება, რომ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის.

პარალელურად, გრძელდება ღაზაზე შეტევები. გასული დღის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის სამოსში გადაცმული ისრაელელი სამხედროები ჯენინის საავადმყოფოში შეიჭრნენ და სამი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს. შემთხვევასთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ ისრაელს არ სურს, საავადმყოფოები აქციოს ბრძოლის ველად, თუმცა არ დაუშვებენ სამედიცინო დაწესებულებების ტერორიზმის თავშესაფრად ქცევას.