ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, ბრძოლა ამჟამად ორიენტირებულია ხან იუნისზე, რომელიც სამხრეთით მდებარე „ჰამასის“ დედაქალაქია. ამასთან ერთად, გალანტმა აღნიშნა, რომ ძალიან მალე ისრაელის ჯარები დაიწყებენ მოქმედებას ლიბანის ჩრდილოეთ საზღვართან. „ჰამასის“ მაღალჩინოსნები კი აცხადებენ, რომ მათ სურთ ცეცხლის სრული შეწყვეტა და არა დროებითი ზავი. „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, დაღუპულთა რაოდენობამ 26 637 ადამიანს გადააჭარბა, დაშავებულია 65 387 ადამიანი.