ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ვითარება ისევ რთულია. ღაზის ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ხან იუნისის მთავარ საავადმყოფოში სისხლის, ანესთეზიისა და მედიკამენტების მარაგი იწურება. საავადმყოფოს ფლიგელები ალყაშია, რადგან ქალაქი ისრაელელი სამხედროებისა და „ჰამასის“ დაპირისპირების ეპიცენტრშია. როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, „ჰამასი“ ალ-ამალისა და ნასერის საავადმყოფოებიდან ცდილობს ოპერირებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი კატარს მოუწოდებს, დაამტკიცოს მისი შუამავლის სტატუსი და დაეხმაროს ისრაელს მძევლების შინ დაბრუნებაში.