უკვე 106 დღეა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი მიმდინარეობს. იზრდება დაღუპულთა რიცხვიც. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლთა რაოდენობა 24 900-ს აჭარბებს. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა დაახლოებით 70% ქალი და ბავშვია, 8 000-ზე მეტი ადამიანი კი ისევ დაკარგულად ითვლება. ისრაელში კი აცხადებენ, რომ სახმელეთო ოპერაციების დროს გარდაცვლილ ისრაელელ ჯარისკაცთა რიცხვი 195-ს აღწევს. ამ ციფრების მიუხედავად, ისრაელი საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. ქვეყნის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც მათი თქმით, წარსულში „ჰამასს“ მძევლები ჰყავდა.