ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხან იუნისში მიწისქვეშა გვირაბი გაანადგურეს, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ლიკვიდირებულია რამდენიმე ტერორისტიც. თავის მხრივ, პალესტინური მედია ავრცელებს ცნობას, რომ ისრაელის არმიამ რამდენიმე შეტევა განახორციელა ქალაქ ღაზაზეც. გავრცელებული ცნობით, მოკლულია 20 ადამიანი.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ბოლო 24 საათში ღაზის სექტროში კიდევ 153 ადამიანი მოკლეს. მათივე განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში მსხვერპლთა რიცხვმა 23 800-ს გადააჭარბა. ამასთან ერთად, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ისრაელმა მძიმე ტექნიკისა და ბულდოზერების გამოყენებით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იძულებით გადაადგილებულთა ბანაკზე, რეიდი განახორციელა. ადგილზე ისმოდა სროლის ხმა.