ომი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გრძელდება. პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის“ ორგანიზაციის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დეირ-ალ-ბალაჰის რაიონი დაბომბა, რის შედეგადაც ორგანიზაციის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 4 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ, ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 23 ათასზე მეტია ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 40%-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის იყო.