ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის 94-ე დღეა – იერიშები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიმდინარე ოპერაციების ფონზე, ღაზის სექტორს ორი სამედიცინო ორგანიზაცია ტოვებს. საერთაშორისო სამაშველო კომიტეტში აცხადებენ, რომ ალ აქსას საავადმყოფოზე განხორციელებული იერიშების შემდეგ, მათი სამედიცინო პერსონალის ღაზის სექტორში დატოვება უსაფრთხოდ არ მიაჩნიათ.
ღაზის სექტორში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბრობს ორგანიზაცია „სეივ ზი ჩილდრენიც“. მათი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ყოველდღიურად საშუალოდ ათზე მეტი ბავშვი იღებს მძიმე დაზიანებას.