ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისევ რთული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთშიც. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დაასრულეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ჩრდილოეთ ღაზაში რვა ათასი მებრძოლი მოკლეს. როგორც არმიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ახლა ისინი ფოკუსირებული არიან ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილზე. პარალელურად კი „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს ავრცელებს და ამბობს, რომ ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ანკლავში 22 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „ჰამასის“ გასანადგურებლად და მძევლების გასათავისუფლებლად სამხედრო კამპანიას გააგრძელებს.