ვითარება ახლო აღმოსავლეთში

12:25, 16.07.2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანზე ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იერიშების ორი ტალღა განახორციელეს. სარდლობის ცნობით, დარტყმები ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის საფრთხის შემცველ ირანულ სამხედრო შესაძლებლობებზე განხორციელდა. მანამდე კი, მედიის ინფორმაციით, აშშ-მა კუნძულ დიდ ტუნბზე სანაპირო თავდაცვის სისტემებსა და ფრთოსანი რაკეტების ინფრასტრუქტურას დაარტყა. ბოლო ინფორმაციით, საპასუხოდ – ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ავიაბაზასა და იორდანიაში აზრაქის ბაზაზე განთავსებულ ამერიკულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში.

მსგავსი