ვითარება ახლო აღმოსავლეთში

12:21, 14.07.2026

აშშ-მა თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ღამის განმავლობაში იერიშების სამიზნე გახდა ობიექტები ირანის ხუთ ქალაქში. მათ შორის, სანაპირო თავდაცვის სისტემები და სარაკეტო ობიექტები. ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ იერიშების შემდეგ ირანის მიერ კომერციულ გემებზე თავდასხმის უნარს, კიდევ უფრო შეამცირებს. პარალელურად, ირანში აცხადებენ, რომ ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ირანის არმიის განცხადებით, იერიშები მიმართული იყო საკომუნიკაციო სისტემების, საწვავის ავზებისა და საბრძოლო მასალის საწყობისკენ, რაც, მათივე თქმით, „შტატების განმეორებადი აგრესიის” პასუხი იყო. ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში ორ ნავთობტანკერზე იერიში მიიტანა.

მსგავსი