ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ რთულია. ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 21 პალესტინელი დაიღუპა, 55 კი დაიჭრა, – ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი ავრცელებს. მისივე ცნობით, დაშავებულები რაფაში, ქუვეითის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილამდე სასწრაფო დახმარების მანქანებს მისვლა გაუჭირდათ, ამიტომ ნანგრევებიდან გადარჩენილები ადგილობრივებს ამოჰყავდათ. პალესტინის ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის თავდასხმების შედეგად 210 ადამიანი დაიღუპა.