ვითარება ახლო აღმოსავლეთში

21:37, 23.04.2026

კრიზისი, რომლის დაძლევის გზებს ახლა საბერძნეთში მიმდინარე ფორუმზე ეძებენ, ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ შექმნა.

დიპლომატიური ძალისხმევა და მოწოდებები ამ ეტაპზე უშედეგოა – ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის თარიღი კვლავ გაურკვეველია. ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი შეთანხმების მოქმედების ვადა გაახანგრძლივა, თუმცა ვაშინგტონი საკუთარ პირობებზე დასათანხმებლად და გარიგების გასაფორმებლად ირანზე ზეწოლას კვლავ ჰორმუზის სრუტით ცდილობს. ტრამპი ნავთობპროდუქტების გამტარ არხში ირანული პორტების ბლოკადას განაგრძობს, რაც ნავთობზე ფასების ზრდას იწვევს. მისმა ახალმა ბრძანებამ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გადაჭრა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. შეფერხებული გადაზიდვების ფონზე ანალიტიკოსებს საკმაოდ მძიმე პროგნოზები აქვთ. თავის მხრივ სწორედ განგრძობით ბლოკადას ასახელებს ირანი აშშ-თან მოლაპარაკების ხელშემშლელ მთავარ ფაქტორად.

მსგავსი