ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

21:41, 22.04.2026

როდის გაიმართება ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი – ბოლო საათებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საკითხი ღიად რჩება.

მხარეებს შორის 10 დღის წინ ამოქმედებული მყიფე ზავი გახანგრძლივებულია, თუმცა დღეისთვის ჩანიშნული მოლაპარაკებები ჩაიშალა. დათმობას ამ დროისთვის არცერთ მხარე არ აპირებს. დონალ ტრამპი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ავია იერიშების განახლებით იმუქრებოდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ახანგრძლივებს, ამის მიზეზად კი მოლაპარაკებების შუამავალი პაკისტანის მოთხოვნას ასახელებს. მიზეზი სულ სხვაა ოფიციალური თეირანისთვის, სადაც ვაშინგტონის ტაქტიკა მოულოდნელი დარტყმებისთვის მზადებად აღიქმება. ირანი საპასუხო ზომებით ისევ სპარსეთის ყურის ქვეყნებს ემუქრება. ვიდრე ისლამაბადი  თეირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს, დაბლოკილი ჰორმუზის უარყოფითი ეფექტი გლობალურ ეკონომიკაზე  ვრცელდება. საავიაციო საწვავის კრიზისი უკვე გახდა 20 ათასზე მეტი ავიარეისის გაუქმების მიზეზი, ევროპამ კი ინფლაციური და ენერგო რისკების სამართავად კიდევ ერთი პაკეტი წარადგინა.

მსგავსი