ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახალი იერიშები ღაზის სექტორზე.

დაღუპულია ათელობით ადამიანი. ისრაელი „ჰამასის“ სრულ განადგურებამდე საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს და ოპერაციებს კიდევ უფრო აფართოებს. დროებითი ზავის ასამოქმედებლად დიპლომატიური ძალისხმევა არ წყდება. თუმცა, მედიაციის მცდელობები ჯერ უშედეგოა. საერთაშორისო საზოგადოება ცეცხლის შესაწყვეტად და ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა გზას განიხილავს. პირობების ნაწილი „ჰამასისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია. 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების ნაწილი კვლავ ტყვეობაში რჩება. ტყვეების ოჯახები ისრაელის ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.