ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც ქალაქ ღაზის დაკავებას მოიცავს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი აცხადებს. ეფი ეფრინი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც „ჰამასსა“ და ისრაელელ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა, ისრაელმა დაიწყო ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა. „ბიბისის“ ცნობით, სახმელეთო ოპერაციის  განახლების გამო პალესტინელები ქალაქიდან გარბიან. გაერო-ს ცნობით, ქალაქში მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს. სამხედრო მოქმედებების ფონზე, გაერო-ს გენერალური მდივანი ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.