ვითარება ახლო აღმოსავლეთში

15:13, 29.06.2025

გასულ 24 საათში ღაზაში 81 პალესტინელი დაიღუპა. როგორც „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, დაშავებულია 400-ზე მეტი ადამიანი. ერთ-ერთი სამიზნე სტადიონი იყო. როგორც ალ-შიფას საავადმყოფოს თანამშრომლებმა და თვითმხილველებმა განაცხადეს, სტადიონის ტერიტორიაზე კარვები იყო გაშლილი. ისრაელის სამხედრო ძალებში კი განაცხადეს, რომ არ არიან ინფორმირებულები დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებების შესახებ, გარდა იმ ეჭვმიტანილი პირისა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ისრაელელ სამხედროებს.

მსგავსი