ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან, ისრაელის ჯარისკაცების მხრიდან სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისთან უპილოტო აპარატით მომხდარი თავდასხმის შედეგად ხუთი პალესტინელი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის ორი გოგოა. თავდასხმა კარვების დასახლებაში მოხდა. ისრაელისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ღაზის ჰუმანიტარულმა ფონდმა განაცხადა, რომ დახმარებას ვერ ანაწილებენ, რადგან „ჰამასი“ ფონდს დაემუქრა.
.