ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ვითარება ისევ რთულია ახლო აღმოსავლეთში. ისრაელელმა სამხედროებმა რაფაჰში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მყოფ პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც „ბიბისი“ წერს, მომხდარის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა. მედიის ცნობით, აშშ-ის მხარდაჭერით შექმნილი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან, პალესტინელები ადგილობრივი დროით დილის 04:30-ზე შეიკრიბნენ, რა დროსაც ისრაელელი სამხედროები და ტანკები გამოჩნდნენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს ადგილზე შეკრებილ პალესტინელებს. მოგვიანებით, დაშავებულებისა და დაღუპულების კადრები ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.