ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში დღეს დილით ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის შვიდი პალესტინელია, რომლებიც ჩრდილოეთ ღაზაში, საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას ემსხვერპლნენ. ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აბასან ალ-კაბირაზე, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. არაბულ ანკლავში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის მთელი მუდმივი არმია და ჯავშანტექნიკა ამჟამად ღაზაში იმყოფება. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იკვლევენ ცნობებს ღაზაში უპილოტო აპარატით დარტყმის შედეგად ცხრა ბავშვის დაღუპვის შესახებ. პალესტინური მხარის ცნობით, ქალაქ ხან იუნისის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულ დარტყმას ერთი ოჯახის ცხრა ბავშვი ემსხვერპლა. ყველა მათგანი 12 წელზე ნაკლები ასაკის იყო. ოჯახის მამა და მისი ერთი, 11 წლის შვილი სერიოზულად დაშავდნენ. დედა ალაა ნაჯარ ნასერის საავადმყოფოს პედიატრია და იერიშის დროს სამსახურში იმყოფებოდა.