ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის მიერ ღაზაში განახლებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ღამით განხორციელებული იერიშის შედეგად, დაღუპულია 33 ადამიანი. „ჰამასის“ ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა მცირეწლოვნები არიან. საერთო ჯამში ხუთშაბათს განახლებული ოპერაციის შემდეგ, ღაზაში დაღუპულთა ოდენობა 300-ს აჭარბებს. ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, დოჰაში შაბათს განახლებულ მოლაპარაკებებში „ჰამასი“ 9 მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა, სანაცვლოდ კი, ისრაელისგან 60-დღიან ზავს ითხოვს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ღაზის სექტორში დღეში, 400-მდე ჰუმანიტარული სატვირთოს შესვლაზე ნებართვას. ისრაელს დოჰაში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ამასთან, ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყებამდე, ისრაელის მხარე აცხადებდა, რომ განხილვის საგანი არ იქნებოდა ღაზიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა.