აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. როგორც „აქსიოსი“ წერს, შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ რამდენიმე მაღალჩინოსანს დოჰაში გამგზავრება დაავალა, რათა მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წინსვლა მოხდეს. მანამდე, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეგვიპტის, კატარისა და შეერთებული შტატების შუამავლობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია მიღწეული.