ვითარება ისევ რთულია ღაზაში. ისრაელის ძალების მიერ ღაზის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოში განხორციელებული რეიდისას 240 ადამიანი, მათ შორის სამედიცინო პერსონალი დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს. ღაზის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულთა მდგომარეობის შესახებ ღელავენ. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ საავადმყოფოს „ჰამასი“ საკუთარი სამხედრო ოპერაციებისთვის იყენებდა და რომ დაკავებულთა უმეტესობა „ჰამასის“ წევრობაშია ეჭვმიტანილი. თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა „ჰამასმა“ და გაერო-სა და საერთაშორისო სააგენტოებს ღაზაში დარჩენილი საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებების დასაცავად დაუყოვნებლივ ჩარევისკენ მოუწოდა.
„ჰამასი“ ამბობს, რომ ჩატარებული რეიდების გამო კლინიკებში სამედიცინო მომსახურების გაწევა ვეღარ ხერხდება.