ვითარება ყოველდღიურად რთულდება ახლო აღმოსავლეთში – ჰეზბოლას მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე განხორციელებული ავიაიერიშის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს. მართლაც, ისრაელი მთელი დღეა, იერიშებს ახორციელებს ღაზასა და ლიბანზე. ბექააში დაღუპულია ხუთი ადამიანი. ისვრიან ლიბანიდანაც. ისრაელის ჩრდილოეთით დღე-ღამის განმავლობაში 55 რაკეტა გაუშვეს. დაშავებულია ხუთი ადამიანი. მიმდინარე კონფლიქტი საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სტამბულში, სადაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დასავლელ კოლეგებს შეხვდა.
თამთა რუხაძე დეტალებით.