ვითარება ახალქალაქში

არჩევნებიდან მესამე დღეს ინციდენტი მოხდა ახალქალაქში.

გაერთიანებული ოპოზიციის, – „ძალა ერთობაშია”, – ოთხი აქტივისტი საავადმყოფოში მოხვდა. ოპოზიცია თავდასხმაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ადანაშაულებს, მმართველი პარტია კი მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მომხდარ ფაქტს სამართალდამცავები იძიებენ.

შეგახსენებთ, რომ  ახალქალაქის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა დიდი უპირატესობით მოიგო.