ვის ინტერესშია ე.წ. ვეტინგის შემოღება
ე.წ. ვეტინგის სისტემა პოლიტიკურ სპექტრში აქტუალობას არ კარგავს – ამასვე ემატება ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში, სადაც აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს შემოწმების განსხვავებული სქემა. ამავე პოზიციაზე რჩება ოპოზიციის კონკრეტული ნაწილიც, რომელიც აღნიშნავს რომ ცხრა რეკომენდაციის შესრულებისთვის და მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადასასვლელად, ქართულ მართლმსაჯულებას ე.წ. ვეტინგის სისტემა სჭირდება.
ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს უმრავლესობა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიუღებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ნებისმიერი სტატუსის მიუხედავად, შეამოწმონ ქართველი მოსამართლეები.