ვის აქვს ოპოზიციიდან ბარიერის გადალახვის შანსი

საარჩევნო გადაჯგუფებები მარტიდან ანონსდება.

5%-იანი ბარიერის პირობებში ოპოზიციის დიდი ნაწილი ალიანსების შექმნას ითხოვს და კოორდინაციის აუცილებლობაზე თანხმდება. თუმცა, ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ფორმირება ვერ ხერხდება. პოლიტიკური აქტორების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირების გზას ირჩევს. ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალისგან გამიჯვნის მცდელობა და კონსულტაციები ხელისუფლებას არწმუნებს, რომ იგეგმება მესამე ძალის ფორმირება. თუმცა შესაძლო ახალ ალიანსს მის მთავარ აქტორებად მოაზრებული პოლიტიკოსების წარსულის გათვალისწინებით, მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად მიიჩნევს. „ქართული ოცნება“ ამ ალიანსის ერთ-ერთ ლიდერად მოქმედ პრეზიდენტსაც განიხილავს. თითქმის ანალოგიური ვერსია აქვს „ხალხის ძალას“, რომელმაც არჩევნების წინ ოპოზიციის გადაჯგუფების საკუთარი სცენარი წარმოადგინა.

ვინ რა ფორმით ეცდება 5%-იანი ბარიერის გადალახვას – მოსალოდნელი წინასაარჩევნო კონფიგურაციებით თეონა ხუბულავა დაინტერესდა.