ვიქტორ ორბანის განცხადება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მიგრაციის პაქტის წინააღმდეგ მეამბოხეობას იწყებს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„ბრიუსელი ცდილობს აიძულოს უნგრეთი კიდევ უფრო მეტი გადაიხადოს ან მიგრანტები მიიღოს, – ეს მიუღებელია. უნგრეთი უკვე საკმარისზე მეტს ხარჯავს კავშირის გარე საზღვრის დასაცავად. ჩვენ არ მივიღებთ არცერთ მიგრანტს და არ გადავიხდით სხვების მიგრანტებისთვის. უნგრეთი არ განახორციელებს მიგრაციის პაქტის ღონისძიებებს. მეამბოხეობა იწყება“, – წერს ორბანი. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ევროკომისიაში შეთანხმდნენ, რომ პოლონეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ავსტრია ევროკავშირში მიგრანტების განაწილების მექანიზმისგან შეიძლება ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლდნენ.