ვიქტორ ორბანის განცხადება

„ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა თუ გვეყოლება, ისინი ომში ჩაგვითრევენ, თუ ეროვნული მთავრობა გვეყოლება, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ამას თავი ავარიდოთ“ – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ომისა და მშვიდობის საკითხთან შედარებით, ყველა სხვა თემა უმნიშვნელოა. მისივე თქმით, ევროპა კონფლიქტისკენ სწრაფად მიიწევს და ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია. ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა და სანქციების სავაჭრო პოლიტიკად ქცევაში დაადანაშაულა.