ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება: „ჩვენ არ ვუპასუხებთ არცერთ პროვოკაციას. ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს. მიიღეთ ის, ან უარი თქვით. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა“, – დაწერა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში. 17 დეკემბერს უკრაინის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ძლიერი ქვეყანაა და ეს ბრძოლის ველზე აჩვენა.