ვიქტორ იანუკოვიჩი – უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ყირიმის ჩამოსაშორებლად

15:40, 02.03.2018

უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ყირიმის ჩამოსაშორებლად – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იანუკოვიჩის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ყირიმის მოსახლეობამ თავის დასაცავად მიიღო რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილება.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მაიდნის აქციებზეც და თქვა, რომ ადგილობრივებთან ერთად დანაშაული ჩაიდინეს უკრაინაში ჩასულმა ლეგიონერებმა, რომლებიც უიარაღო ხალხს მაიდნის ლიდერების მიერ კონტროლირებული შენობებიდან ესროდნენ.

 

მსგავსი