უკრაინის აღმოსავლეთითა და ქვეყნის საზღვრებთან ვითარება დაძაბულია. რამდენიმე დღის წინ უკრაინას სტუმრობდა ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომლის წევრებიც მარიუპოლში არსებულ ვითარებას გაეცნენ. საქართველოს პირველი არხი დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, გერმანელ ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონს კიევში ესაუბრა.
თქვენ იმყოფებოდით მარიუპოლში, ქალაქში, რომელიც უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი ვითარებაა იქ. არსებობს თუ არ მსგავსება 2008 წელს საქართველოსა და დღეს უკრაინაში არსებულ ვითარებას შორის?
უკრაინაში დღეს არსებული ვითარება მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება, შევადაროთ 2008 წლის საქართველოს. ერთი მხრივ, ახლაც ოლიპიური თამაშებია და ამჯერადაც პეკინში. საქართველოში 2008 წელს ყველაფერი 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ოლიმპიურმა თამაშებმა აიღო სტარტი. ეს შეიძლება იყოს მსგავსება, მაგრამ მეორე მხრივ მთელი მსოფლიო ადევნებს თვალ-ყურს უკრაინაში არსებულ მდგომაროებას. ჩვენ ყველა ვხედავთ რუსეთის სამხედროების მობილიზაციას უკრაინის აღმოსაველთ საზღვრებთან. ამავე დროს, ვხედვათ დიდი სოლიდარობას, სიმპათიას უკრაინის მიმართ. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის აგრესორი და ვინ – მსხვერპლი. ასე რომ, შეიძლება, ითქვას – გარკვეულწილად წინ წავიწიეთ, მაგრამ სათანადო რეაგირებას მაინც არ ვახდენთ. ცხადია, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირმა, ნატო-მ და ყველა პარტნიორმა განაცხდეს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების გეგმის შესახებ. ისინი ფიქრობენ მტკიცე და ძლიერ სამხედრო მხარდაჭერაზეც. დასავლეთი მზად არის, პერსონალური დახმარება გაუწიოს უკრაინელებს. მიუხედვად ყველაფრისა, უკრაინა უნდა მოემზადოს ამ ომისთვის. ყველაზე საინტერესო, რაც უკრაინაში ვიზიტის დროს აღმოვაჩინეთ, ის იყო, რომ დღეს დასავლეთი გაცილებით უფრო შეშფოთებულია, ვიდრე უკრაინის მთავრობა. ყოველ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლებას სურს სიტუაციის დამშვიდება. ეს მისაღებია. ცხადია, რომ საბანკო ანგარიშებიდან დანაზოგის გატანა არ არის საჭირო. თუმცა, ამასთან ერთად, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა მოამზადოს ხალხი, აუხსნას, სად არის თავშესაფრები, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მოიქცენენ საგანგებო სიტუაციების დროს. არის კი ეს ყველაფერი მომზადებული? სრული პასუხი ამ კითხვაზე ვერ მივიღეთ. ჩვენთვის დღეს უკრაინის გარშემო არსებული მდგომარეობა მაინც შემაშფოთებელია.
ერთი მხრივ, ჩვენ გვესმის რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები, რომ დასავლეთი კრემლის მოთხოვნების იგნორირებას ახდენს, მეორე მხრივ, ვხედვათ დასავლეთს, რომელიც შეიარაღებას აწვდის კიევს და რუსეთს სანქციებით ემუქრება. როგორ ფიქრობთ, დიპლომატიას ჯერ კიდევ აქვს შანსი?
ამის იმედი მაქვს. ვფიქრობ, ყველა მუშაობს დიპლომატიური გამოსაველის მოსაძიებლად. მაგალითისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოსკოვში ვიზიტის დროს ძალიან კარგად იმუშავა. ის ჯერ კიევში იმყოფებოდა და შემდეგ ჩაფრინდა რუსეთის დედაქალაქში. მას ხისტი პოზიცია ჰქონდა ლავროვთან შეხვედრის დროს. ძალიან კარგად უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. ჩემი აზრით, საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილებ,ა რომ გერმანია სწორ გზას ადგას. ცხადია, ჩვენ გვაქვს განსხვევებული პოზიციები უკრაინისთვის შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა სხვა პარტნიორები ნატო-ში უფრო მეტად არიან მზად, გადასცენ უკრაინას იარაღი, ვიდრე შედარებით ფრთხილი ქვეყნები. ჩემი აზრით, ეს უფრო შრომის გადანაწილებას ჰგავს. ზოგადად კი ვიტყვი, რომ დიახ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ავიცილოთ ომი და ნებისმიერი ესკალაცია. ამასთან, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება უპირატესობა, უნდა დავანახოთ პუტინს ძალა, რადგან ესაა ენა, რომელიც მას ესმის.
ეს მტკიცე პოზიცია მოიცავს სანქციებს პირადად პუტინის წინააღმდეგ?
ცხადია, პუტინი არის იმ პირთა წრეში, ვის წინააღმდეგაც სანქციები განიხილება. ის არის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც აქტირუად არიან ჩართული ომის სამზადისსა და უკრაინის წინააღდმეგ რეპრესიებში. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პუტინის წინააღდმეგ სანქციები დაწესდეს.
ევროპარალემენტი ამ სანქციების დაწესების რეკომენდაციას გასცემს?
ევროპარლამენტის მიერ უკრაინის საკითხზე მიღებულ ბოლო რეზოლუციაში არის საქნციების გრძელი ნუსხა. ამ რეზოლუციას ევროდეპუტატების დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. სიაში არის როგორც ფინანსური, ისე საბანკო, ეკონომიკური და სხვა ინდივიდუალური მიზნობრივი სანქციები, რომლებიც დაწესდებმა იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, ვინც სარგებელს იღებს პუტინის სისტემისგან.
და ბოლო შეკითხვა ევროკავშირის ენერგოპოლიტიკაზე. განიხილავს ევროკავშირი ამ პოლიტიკის გადახედვას და რუსეთზე დამოკიდებულების რეალურად შემცირებას?
ერთი მხრივ, არსებობს ევროკავშირის ენერგეტიკული დირექტივა, რომელიც გულისხმობს მედეგობის განმტიცებას. ვფიქრობ, ევროკავშირმა გარკვეულწილად უკვე გადახედა მიდგომას, მაგრამ მეორე მხრივ, გერმანია უფრო მეტ სარგებელს იღებს ორმხრივი კონტრაქტებისგან და შეთანხმებებიდან, ეს კი არ არის თანხვედრაში ენერგეტიკულ კავშირთან და დიდ პრობლემას წარმოადგენს. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ სულ მცირე რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ი მაინც მოვა შესაბამისობაში ევროკავშირის დირექტივასთან და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ჯერ ავტორიზაციის პროცესი გრძელდბა და რა შედეგი გვექნება, არ ვარ დარწმუნებული.