ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

12:16, 05.05.2025
 კვლავ განხილვის თემაა, ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. მზადებას აანონსებს „გირჩი“. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი პირველ რიგში ახალი საპარლამენტო არჩევნების ახალი პირობებით ჩატარებას და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი ყველა არჩევნებისთვის ემზადებიან, თუმცა კოორდინაცია აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ნაწილი სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით გარე ძალების გადაწყვეტილებას ელოდება.

მსგავსი